Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უპრეცენდენტოდ არასტაბილური ვითარება გერმანიაში
ambebi.ge
22 November 2017, 10:22
"ჯობია, ახალი არჩევნები ჩავატაროთ, ვიდრე სუსტი კოალიცია გვყავდეს"- ასე ეხმაურება ანეგლა მერკელი გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს...
გერმანიის კანცლერის მცდელობა, საპარლამენტო არჩევნებიდან, თითქმის ორი თვის შემდეგ, სამი გერმანული პარტიიდან, ჩამოეყალიბებინა მმართველი კოალიცია, ჩაიშალა...

გერმანული მედიის ინფორმაციით, მეოთხე ვადით არჩეული მერკელის კანცლერობა ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდული. თუმცა, მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებისთვის დრო ტყუილად იხრჯება, - თანამდებობიდან წასვლის მიზეზს ვერ ხედავს.

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა ყველა პოლიტკურ პარტიას მიმართა, "გადახედონ თავიანთ პოზიციებს". ასევე, მან შეხვედრებს გამართა სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან პოლიტიკური კრიზისის /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); მოგვარებაზე. შეხვედრები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გერმანიაში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წარუმატებლად დასრულდა კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობა.

შტაინმაიერი სამშაბათს შეხვდა თავისუფალ დემოკრატთა პარტიისა და მწვანეთა პარტიის ლიდერებს და მათთან ერთად იმსჯელა კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მიერ კოალიციის შექმნის შესაძლებლობაზე. მას შემდეგ, რაც სექტემბრის არჩევნებში გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვეს, ვიდრე 1949 წლის შემდეგ, ტრადიციულად იღებდნენ, ამჟამინდელ კოალიციურ მთავრობაში შემავალმა სოციალ-დემოკრატებმა ახალ მმართველ კოალიციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

კანცლერმა ანგელა მერკელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კოალიციური მთავრობის შექმნა, ის მიემხრობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და არა უმცირესობის მთავრობის შექმნას. ამასთან, მან აღიშნა, რომ კვლავაც მზად არის გაუძღვეს თავის პარტიას, რომელსაც უკვე 12 წელია უძღვება.

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მთავრობის შექმნის მცდელობა, ქვეყანაში უპრეცედენტო ვითარებაა შექმნილი."

კვირას ცნობილი გახდა, რომ კოალიციური მთავრობის შესაქმნელი მოლაპარაკებები უკვე შეწყდა. თავისუფალ დემოკრატთა პარტიამ, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არ სურს მხარი დაუჭეროს პოლიტიკურ კურსს, რომლის სისწორისაც არ სჯერა... სოციალ-დემოკრატები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ გერმანიაში, საპარლამენტო არჩევნების თავიდან ჩატარდება.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რამდენად ხანს გაგრძელდება გერმანიაში არამდგრადი პოლიტიკური ამინდი რამდენ ხანს გაგრძელდება. ანგელა მერკელმა ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ახალი ხელისუფლების შექმნა, იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ისურვებდა".

სექტემბრის საპარლამანტო არჩევნების დროს, ქრისტიან-დემორკატიულმა პარტიამ, 1949 წლის შემდეგ პირველად, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა; მისმა პარტნორმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმები დაკარგა და ოპოზიციაში გადავიდა.
მათ დამარცხებაში, დიდი როლი ითამაშა პარტიამ, "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომლის პოპულარობა ბოლო თვეებში, მას შემდეგ გაიზარდა, რაც მერკელმა, გერმანიაში მილიონზე მეტი ლტოლვილის შეშვება გადაწყვიტა.

მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოებამ, კანცლერის რეიტინგი მნიშვნელოვნად შეამცირა და რაც მთავარია, კოალიციის შექმნის შანსი ნულამდე დაიყვანა. ამ სიტუაციამ, "მწვანეთა" პარტიის ლიდერ ქეთრინ გერინგ-ეკარდტს და დემოკრატების ხელმღვანელ კრიშტიან ლინდნრს შორის უთანხმოება გაამწვავა.

გერმანიის კონსტიტუცია, არჩევნების შემდეგ, მმართველი კოალიციის შექმნის ვადებს არ ზღუდავს, თუმცა, საქმის გაჭიანურება და დროის გაყვანა არავის სურს. თუმცა, როგორც ჩანს, ახალი არჩევნებისკენ ტრადიციული პოლიტიკური ძალები არ ისწრაფვაინ, რაც ნაციონალისტებისა და პოპულისტების პოზიციებს უფრო მეტად ამყარებს.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი